← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

Promant

"Promant" — პროფესიონალური ესთეტიკისა და ინექციური მედიცინის მიმართულებით პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში — აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო პროცესების სწორად და დროულად წარმართვას. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება; ** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და კონტროლი; ** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა; ** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი; ** ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებებისა და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება; ** იმპორტთან დაკავშირებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა; ** საწყობისა და საქონლის მოძრაობის აღრიცხვაში მონაწილეობა; ** თანამშრომლებთან დაკავშირებული საბუღალტრო პროცესების წარმოება; ** ხელფასებისა და შესაბამისი გადასახადების დარიცხვა/აღრიცხვა; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; ** საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში ფინანსური ანგარიშებისა და შიდა რეპორტების მომზადება; ** აუდიტთან და გარე პარტნიორებთან საჭირო ფინანსური ინფორმაციის კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში; ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა; ** RS.ge-სა და balance-ის საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** Excel-ის კარგი ცოდნა; ** ქართული საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი. უპირატესობად ჩაითვლება: დისტრიბუციის, იმპორტის ან სავაჭრო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** მუშაობას სტაბილურ და განვითარებად კომპანიაში; ** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** პრემიუმ საერთაშორისო ბრენდებთან დაკავშირებულ საინტერესო სამუშაო პროცესს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** სრულ სამუშაო განაკვეთს. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, ჰიბრიდული. თუ ხარ ზუსტი, პასუხისმგებლობიანი და პროფესიონალი და გსურს განვითარდე დინამიკურ კომპანიაში, გელოდებით Promant-ის გუნდში. გამოგვიგზავნე შენი CV და დაგვიკავშირდი ელფოსტაზე: info@promant.ge.

განაცხადის გაგზავნა →