← ყველა ვაკანსია

ტექნიკური მომსახურების განყოფილების უფროსი

ფოთი ტრანსტერმინალი · ფოთი

სს "ფოთი ტრანსტერმინალი" არის თანამედროვე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს საკონტეინერო და გენერალური ტვირთების ოპერატიულ მულტიმოდალურ დამუშავებას. სტრატეგიული ადგილმდებარეობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტისა და გადაზიდვების ეფექტურობის ამაღლებაში. ვაკანსიის აღწერა: ** ადგილმდებარეობა: ფოთი ** სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00) ** შრომითი ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით. "ფოთი ტრანსტერმინალი" თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება მექანიკისა ან მანქანათმშენებლობის დარგში; ** მექანიკოსად ან მანქანათმშენებლობის სფეროში ინჟინრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; ** რუსული ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ფლობა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office). ძირითადი მოვალეობები: ** ტექნიკა-დანადგარების გეგმური ტექნიკური მომსახურების გრაფიკის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; ** ავარიული და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების სწრაფი ორგანიზება და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა; ** საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და მასალების დროული მოთხოვნა და მარაგების უზრუნველყოფა; ** ტექნიკისა და სპეცტექნიკის პერიოდული შემოწმება, მუშაობის ეფექტურობის ანალიზი და რესურსების ოპტიმიზაცია; ** ტექნიკის საიმედოობის ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; ** პარტნიორ კომპანიებთან/სერვისცენტრებთან ურთიერთობა, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება; ** პერსონალის პერიოდული ინსტრუქტაჟი და ტექნიკის უსაფრთხო ექსპლუატაციის კონტროლი. პირადი უნარ-ჩვენები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** პუნქტუალურობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@ptt.ge. აუცილებელია, განაცხადის გამოგზავნისას "subject" ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი. სს "ფოთი ტრანსტერმინალის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →