← ყველა ვაკანსია

HR სპეციალისტი

Gudauri Lodge

მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი | მივლინებები გუდაურში ფუნქცია-მოვალეობები ** თანამშრომლების შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის სრული მართვა ** ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება ** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკებისა და ცვლების ადმინისტრირებაში ჩართულობა ** შვებულებების აღრიცხვის კონტროლი ** თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის მოწესრიგება ** სასტუმროს შიდა წესებისა და რეგულაციების თანამშრომლებისთვის გაცნობა და მათი დაცვის მონიტორინგი ** თანამშრომელთა დისციპლინასთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება ** თანამშრომლებისთვის უნიფორმების გაცემის, აღრიცხვისა და დაბრუნების კონტროლი ** თანამშრომელთა საცხოვრებლისა და საცხოვრებელი პირობების მონიტორინგი ** თანამშრომელთა შეფასებისა და უკუკავშირის პროცესის მხარდაჭერა ** თანამშრომლებისგან მიღებული კითხვების, საჭიროებებისა და სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხების მხარდაჭერა ** სასტუმროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ყოველდღიური კომუნიკაცია პერსონალთან დაკავშირებულ საკითხებზე ** თანამშრომელთა კმაყოფილების, ჩართულობისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** HR სპეციალისტის ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** საქართველოს შრომის, სამართლისა და HR სტანდარტული პროცესების/საუკეთესო პრაქტიკის ღრმა ცოდნა ** ეფექტური კომუნიკაციის, ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარები ** ინგლისური ენის ცოდნა ** MS Office პროგრამების (Excel, Word) მაღალ დონეზე ფლობა დაინტერესებულმა და კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: hr@gudaurilodge.com, გთხოვთ, წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 29 ოქტომბერი.

განაცხადის გაგზავნა →