← ყველა ვაკანსია

პრისეილერი

დამი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "დამი", რომელიც საქმიანობს სამშენებლო-სარემონტო მასალების რეალიზაციის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი მდებარეობა: თბილისი, სოფელი დიდი ლილო, თამრო ვაშლოვნელის ქ. ანაზღაურება: გამომუშავებით (საშუალოდ 1500-4000 ლარი) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ქსელში არსებულ ობიექტებში ვიზიტი, შეკვეთების მიღება და მათი სისტემაში ასახვა; ** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება როგორც რეალიზაციის ზრდის, ისე პროდუქციის პოზიციონირების გაუმჯობესების მიზნით; ** გადახდების კონტროლი, ობიექტებიდან თანხის დროული მობილიზება და დებიტორული დავალიანების მინიმუმამდე დაყვანა; ** ახალი კლიენტების მოძიება, ბაზარზე არსებული ასორტიმენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონკურენტების ფასების მონიტორინგი; ** სალარო აპარატთან მუშაობა, დღის ბოლოს ობიექტებიდან ინკასირებული თანხების ბანკში შეტანა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1 წელი და მეტი); ** სამშენებლო-სარემონტო მასალების სპეციფიკის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); ** უმაღლესი განათლება (სასურველია); ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება. (შენიშვნა: კომპანიის თუ პირადი ავტომობილით მუშაობის საკითხი განიხილება ინდივიდუალურად, შეთანხმების საფუძველზე). პიროვნული მახასიათებლები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კეთილსინდისიერება; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** დროის მართვისა და მარშრუტის ეფექტურად დაგეგმვის უნარი; ** განვითარებული კომუნიკაციური უნარები და დეტალების მიმართ დაკვირვებულობა. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ltd.dami@gmail.com ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "პრისეილერი".

განაცხადის გაგზავნა →