ტენ. შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობის სამუშაოების შესრულება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
სსიპ "საქართველოს ნოტარიუსთა პალატა" აცხადებს კონკურსს სანოტარო ბიუროს შესასვლელში შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობის სამუშაოების შესასრულებლად.
საკონკურსო ობიექტის მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი #9
სამუშაოების აღწერა:
** საკონკურსო სამუშაოები ითვალისწინებს სანოტარო ბიუროს შესასვლელში შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობას.
** სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობები მოცემულია დანართი N1-ში (ხარჯთაღრიცხვა), ხოლო სამუშაოების განხორციელების პროექტი, მათ შორის ნახაზები და გეგმები, მოცემულია დანართი N2-ში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კონკურსში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
** კომპანიის სრული რეკვიზიტები;
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია.
სამუშაოების შესრულების პირობები
** სამუშაოები უნდა განხორციელდეს დამკვეთთან და შესაბამის სანოტარო ბიუროსთან წინასწარი შეთანხმებით.
** სამუშაოების შესრულების დრო და გრაფიკი უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან/სანოტარო ბიუროსთან ისე, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას არ შეიზღუდოს და არ შეფერხდეს სანოტარო ბიუროს ნორმალური სამუშაო პროცესი და სამუშაო გრაფიკი.
** აუცილებლობის შემთხვევაში, სამუშაოების ცალკეული ეტაპები შესაძლებელია განხორციელდეს არასამუშაო საათებში, დამკვეთთან და სანოტარო ბიუროსთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
შეთავაზებების წარდგენა:
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შეთავაზება უნდა მოიცავდეს:
** სამუშაოების შესრულების სრულ ღირებულებას;
** ხარჯთაღრიცხვას დანართი N1-ის შესაბამისად;
** სამუშაოების შესრულების ვადას;
** პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაციას.
** შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე:
ikhurtsidze@notary.ge
atediashvili@notary.ge
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 6 ოქტომბერი, 17:00 საათი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობები იხილეთ დანართი N1-ში.
სამუშაოების განხორციელების პროექტი (ნახაზები/გეგმები) იხილეთ დანართი N2-ში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
ალექსანდრე თედიაშვილი
ლოჯისტიკის უფროსი სპეციალისტი
ტელ.: 591 22 14 44; 568 82 10 01
ელ. ფოსტა: atediashvili@notary.ge
ბექა სუჯაშვილი
პროექტის ავტორი
ტელ.: 558 18 07 71
ელ. ფოსტა: bekasujashvili@yahoo.com