← ყველა ვაკანსია

მარკეტინგული პროექტების მენეჯერი

BlueTabla · თბილისი

ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი სამუშაო გრაფიკი: 9:00–18:00, კვირაში 5 დღე სამუშაო ადგილი: წერეთლის გამზირი #140 — ყოფილი მაუდის ქარხანა ბლუტაბლა არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: www.bluetabla.ge ვეძებთ ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც მართავს მარკეტინგულ პროექტებს და კარგად ერკვევა ციფრულ მარკეტინგში. მოვალეობები: მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;პროექტების ვადების, ბიუჯეტებისა და პრიორიტეტების მართვა;დიზაინის, კონტენტის, ციფრული რეკლამისა და E-commerce გუნდების მუშაობის კოორდინაცია;გუნდისა და გარე პარტნიორებისთვის მკაფიო დავალებების მომზადება;კამპანიების შედეგების მონიტორინგი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება. მოთხოვნები: მარკეტინგული პროექტების მართვის გამოცდილება;ციფრული მარკეტინგის კარგი ცოდნა — Meta Ads, Google Ads, სოციალური მედია და E-commerce;Excel-ისა და პროექტების მართვის ინსტრუმენტებთან მუშაობის ცოდნა;გამართული კომუნიკაცია, ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება;რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა პირობები: კონკურენტული ანაზღაურებაჯანმრთელობის დაზღვევაკარიერული წინსვლის შესაძლებლობა — მოცულობის ზრდასთან ერთად გუნდის ხელმძღვანელობაშედეგზე ორიენტირებული, მეგობრული სამუშაო გარემო დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგზავნოთ: career@bluetabla.ge სათაურში მიუთითეთ: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი

განაცხადის გაგზავნა →