← ყველა ვაკანსია

შესყიდვების მენეჯერი

BlueTabla · თბილისი

ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ბლუტაბლა არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: www.bluetabla.ge სამუშაოს აღწერა: მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა;მომწოდებლებთან ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება;ხელშეკრულებების მომზადების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;საწარმოო მასალების, ავეჯის, ტექნიკისა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის შესყიდვა;ახალი ფილიალების მოწყობასა და არსებული ფილიალების განახლებასთან დაკავშირებული შესყიდვების ორგანიზება;სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული შესყიდვების მართვა და კონტრაქტორებთან თანამშრომლობა;შესყიდვების დოკუმენტაციისა და შესაბამისი აღრიცხვის წარმოება. მოთხოვნები: შესყიდვების, მომარაგების ან ადმინისტრაციულ-სამეურნეო მიმართულებით მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;ადგილობრივი მომწოდებლების ბაზრის კარგი ცოდნა;Microsoft Excel-ის კარგად ფლობა, მათ შორის: ფილტრები, VLOOKUP/XLOOKUP და ძირითადი ფორმულები;მომწოდებლებთან ეფექტური მოლაპარაკების უნარი;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი. ანაზღაურება და პირობები: კონკურენტული ანაზღაურება;ჯანმრთელობის დაზღვევა;პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@bluetabla.ge წერილის სათაურში მიუთითეთ: „შესყიდვების მენეჯერი“.

განაცხადის გაგზავნა →