კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორი
სასწავლო ცენტრი 10x · ბათუმი
„10x“ ეძებს კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მსმენელების კარიერულ განვითარებას, პროფორიენტაციასა და დასაქმების ხელშეწყობას.
ძირითადი მოვალეობები:სტუდენტებისა და მსმენელებისთვის ვაკანსიების, სტაჟირებებისა და კარიერული შესაძლებლობების მოძიება და გაზიარება;დამსაქმებლებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, მოლაპარაკებების წარმოება და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა CV-ების ბაზის შექმნა, განახლება და პოტენციურ დამსაქმებლებთან გადაგზავნა;შრომის ბაზრის მოთხოვნების ანალიზი და პროფორიენტაციული/საორიენტაციო შეხვედრების დაგეგმვა;არაფორმალური საგანმანათლებლო და სტუდენტური ღონისძიებების (ვორქშოპები, ტრენინგები, საჯარო ლექციები) ორგანიზება და მართვა;მიმართულების ფარგლებში სტატისტიკისა და ანგარიშგების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება (არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი);უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, ვისაც აქვს პროექტების კოორდინაციის გამოცდილება;გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების მართვის უნარი;ღონისძიებებისა და პროცესების ეფექტურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
სამუშაო პირობები:სამუშაო ადგილი:მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი N38სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი (10:00 - 18:00 )ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:რეზიუმე (CV);განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი).
შერჩევის ეტაპები და განაცხადის მიღება:დაინტერესებული პირების მიერ, მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შემდეგ მისამართზე: Admissions@10x.edu.geგანაცხადების მიღების ვადა: 1 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით;
შენიშვნა: გთხოვთ რეზიუმეს გამოგზავნისას subject ველში მიუთითო ვაკანტური პოზიციის დასახელება ,,კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორი”