ფილიალის დირექტორი
თიბისი · თელავი
სს "თიბისი“ აცხადებს ვაკანსია: ფილიალის დირექტორი - თელავის ფილიალი
ადგილმდებარეობა: თელავი
მოქმედების ვადა: 14/10/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული გრაფიკი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
როლის მიზანი:
ფილიალის დირექტორი წარმოადგენს ფილიალის ლიდერს, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის სტრატეგიის ეფექტურ შესრულებას. მართავს ფილიალის ოპერაციულ/ადმინისტრაციულ საქმიანობას საცალო სეგმენტის ბიზნეს მიმართულებით. ქმნის შედეგებზე ორიენტირებულ გუნდს და უზრუნველყოფს მომხმარებელთა მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ძირითადი პასუხისმგებლობები
ბიზნეს ამოცანები:
მას სეგმენტის გაყიდვების პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების უზრუნლვეყოფაფილიალის მოქმედების არეალში, საცალო სეგმენტის პორტფელის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების გამოვლენაფილიალის მოქმედების არეალში კონკურენტების ანალიზი (პროდუქტები, არხები) და შესაბამისი გაუმჯობესების დაგეგმვა და უზრუნველყოფაგეგმების შესრულების მართვა - კონტროლი, გადახრების ანალიზი, შესრულების გაუმჯობესების გზების დაგეგმვა და ეფექტური აღსრულებაფილიალის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მომგებიანობის და ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესებაფილიალში არსებული სეგმენტური გუნდების მხარდაჭერა და ეფექტური კოორდინაცია დასახული მიზნების მისაღწევადფილიალის მოქმედების არეალში, მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობა
მომსახურების ხარისხის მართვა/მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნვა
მომსახურების ერთიანი და მაღალი სტანდარტის დაცვამომსახურების ხარისხის მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაფილიალში მომსახურების სტანდარტის დანერგვა და მონიტორინგი, მათ შორის თანამშრომელთა პროფესიული, ვიზუალური სტანდარტები, დრესკოდი და ქცევის წესებიფილიალის გარემოსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებულობის დაცვა
გუნდის მართვა და განვითარება:
საცალო ბიზნესის ლიდერული და არალიდერული როლის თანამშრომლების შერჩევაშედეგებზე ორიენტირებული და მოტივირებული გუნდის შექმნათანამშრომლების განვითარება და კარიერულ წინსვლაში მხარდაჭრარეგულაური უკუკავშირის კულტურის დანერგვაგუნდის რესურსების ეფექტური დაგეგმვა
რისკის და კონტროლის მართვა
ფილიალის საქმიანობაში წარმოშობილი რისკების გამოვლენა, შეფასება, მონიტორინგი და კონტროლიშიდა აუდიტით გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარებაფილიალის ფარგლებში, კომიტეტის ოქმებით განსაზღრული ადმინისტრაციული ვალდებულებების მართვაფილიალში ქეშ მენეჯმენტის პროცესის მართვა და ოპერაციული მუშაობის მონიტორინგი ფინანსური სტანდარტებისა და რისკების გათვალისწინებითოპერაციული სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა
ფილიალების ადმინისტრაციული და ოპერაციული მართვა
რესურსების ეფექტური განაწილება, თანამშრომელთა დატვირთვისა და პროდუქტიულობის მართვასხვადასხვა სეგმენტიდან წამოსული ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე, ადმინისტაციულ მართვაში ჩართვა და მხარდაჭერაფილიალის ადმინისტრაციული მართვა
კვალიფიკაცია
სასურველი კვალიფიკაცია
უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება/ფინანსები);
სავალდებულო კვალიფიკაცია
ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დაკრედიტების სფეროში;გუნდების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
გუნდური მუშაობით, აძლიერებ და ქმნი ღირებულებებს;ღია ხარ ახალი შესაძლებლობებისთვის და ცვლილებებისთვისხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი გაქვს საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარიგაქვს წარმატებული მაგალითები ადამიანების მოტივირებასა და თანამშრომლების საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში.გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/C72Wy
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.