← ყველა ვაკანსია

სამეურნეო სპეციალისტი

ფინბიურო · თბილისი

"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. ,,ფინბიურო’’ აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს. "ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული; ანაზღაურება: 1300-1500 ლარი; სამუშაო ადგილი: თბილისი. ძირითადი მოვალეობები: საოფისე სივრცის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა (ელემენტარული ტექნიკური სამუშაოები);საჭიროების შემთხვევაში საოფისე ინვენტარის და სხვა ნივთების ტრანსპორტირება;მასალების შეძენა, მიწოდება;მენეჯმენტის სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ელემენტარული ტექნიკური უნარები;ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;ავტომობილის მართვის გამოცდილება. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამეურნეო სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →