← ყველა ვაკანსია

კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორი

10X · ბათუმი

"10x" ეძებს კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მსმენელების კარიერულ განვითარებას, პროფორიენტაციასა და დასაქმების ხელშეწყობას. ძირითადი მოვალეობები: ** სტუდენტებისა და მსმენელებისთვის ვაკანსიების, სტაჟირებებისა და კარიერული შესაძლებლობების მოძიება და გაზიარება; ** დამსაქმებლებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, მოლაპარაკებების წარმოება და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება; ** კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა CV-ების ბაზის შექმნა, განახლება და პოტენციურ დამსაქმებლებთან გადაგზავნა; ** შრომის ბაზრის მოთხოვნების ანალიზი და პროფორიენტაციული/საორიენტაციო შეხვედრების დაგეგმვა; ** არაფორმალური საგანმანათლებლო და სტუდენტური ღონისძიებების (ვორქშოპები, ტრენინგები, საჯარო ლექციები) ორგანიზება და მართვა; ** მიმართულების ფარგლებში სტატისტიკისა და ანგარიშგების წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი); ** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, ვისაც აქვს პროექტების კოორდინაციის გამოცდილება; ** გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების მართვის უნარი; ** ღონისძიებებისა და პროცესების ეფექტურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი N38; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი (10:00 - 18:00 სთ); ** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ** რეზიუმე (CV); ** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი). შერჩევის ეტაპები და განაცხადის მიღება: დაინტერესებული პირების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შემდეგ მისამართზე: mari.kupatadze@10x.edu.ge განაცხადების მიღების ვადა: 2 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით. შენიშვნა: გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორი".

განაცხადის გაგზავნა →