← ყველა ვაკანსია

საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი

ჯი პი პი

შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე "ნოსტე"-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. შპს "ჯი პი პი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების პერსპექტივა; ** კონკურენტული ანაზღაურება; ** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო; ** თანამშრომლობა კვალიფიციურ გუნდთან; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** FitPass; სამუშაოს აღწერა: ** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა, ასორტიმენტის შესწავლა და მათი უპირატესობების განსაზღვრა; ** მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასსა და თანამშრომლობის პირობებზე, მათ შორის გადახდის პირობებზე, მოლაპარაკება და დადგენილი გრაფიკის გათვალისწინებით გადარიცხვების მონიტორინგი; ** საქონლისა და მომსახურების შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად; ** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების/ინვოისების, საგადახდო დავალებების ფორმირებაზე მუდმივი კონტროლი; ** შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა; ** შესაბამისი პირებისთვის პროდუქციის მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ** მომწოდებლისთვის წუნდებული პროდუქციის ან/და დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათთან კომუნიკაცია; ** შესყიდვების პროცესების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების შედგენა და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მიწოდება; ** სეგმენტის ანალიზი და რეპორტინგი, კონკურენტების ფასისა და ხარისხის შედარება; ** ფასების ანალიზი და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებით ** გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** MS Office პროგრამების ცოდნა; ** ენები: რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა პიროვნული თვისებები: ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; ** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები; ** მაღალი მოტივაცია; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ფოკუსირება; ** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დროის მართვა; სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ-18:00 სთ ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვერა ** ანაზღაურება: 3500-4500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად) დამატებითი ინფორმაცია: ** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს ** შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი, 2026 წ. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: HR@gpp.ge, ასევე გთხოვთ მეილის "Subject" ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი". შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →