გამოცდილი სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი
სანი 2020 · ქუთაისი
შპს "სანი 2020" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე. ვეძებთ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია სამშენებლო პროექტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად დამუშავება.
ძირითადი მოვალეობები:
** სახელმწიფო და კერძო ტენდერების ხარჯთაღრიცხვების შედგენა და განფასება;
** BOQ-ის დეტალური დამუშავება;
** პროექტიდან სამუშაოთა მოცულობების ამოღება და გადამოწმება;
** მასალების, სამუშაო ძალის, ტექნიკისა და სხვა ხარჯების საბაზრო ფასებით გაანგარიშება;
** სამუშაოების რეალური თვითღირებულების დათვლა;
** ფორმა №2-ისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** Excel-ში რთულ და დიდი მოცულობის ხარჯთაღრიცხვებთან მუშაობა;
** სატენდერო ხარჯთაღრიცხვის საბოლოო შემოწმება წარდგენამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამშენებლო სფეროში ხარჯთაღმრიცხველად მინიმუმ 3-5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** სამშენებლო პროექტებისა და ნახაზების კარგად კითხვა;
** სახელმწიფო ტენდერებთან მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობა და დიდი მოცულობის პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
პირობები:
** ანაზღაურება: 4000 ლარი ხელზე;
** სამუშაო ადგილი: ქუთაისი;
** დასაქმება: სრული განაკვეთი.
განსაკუთრებული უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს მსხვილი სახელმწიფო სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვებზე მუშაობის გამოცდილება.
განაცხადის გამოგზავნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და შესრულებული პროექტების მოკლე ჩამონათვალი:
ელფოსტა: ratisanaia7@gmail.com
გთხოვთ, CV-ში მიუთითოთ ყველაზე დიდი ღირებულების სამშენებლო პროექტი, რომლის ხარჯთაღრიცხვაზეც პირადად გიმუშავიათ.