← ყველა ვაკანსია

შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი

სპორტმშენსერვისი

შპს "სპორტმშენსერვისი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.N15ა, ოლიმპიური სასახლე. ძირითადი მოვალეობები: ** განსახორციელებელი შესყიდვებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა; ** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შეთანხმებების მომზადება; ** საქმიანობისათვის აუცილებელი დოკუმენტაციისა და მასალის გამოთხოვა სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან; ** სატენდერო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება. გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში; ** სამსახურის მიერ ელექტრონული ტენდერის ფარგლებში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით მომზადებული ყველა დოკუმენტაციის განხილვა, ხელმძღვანელისთვის შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, გადახდების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში; ** ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება; ** კონკურსის პროცედურების უზრუნველყოფა, საკონკურსო დოკუმენტაციის, განცხადების, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება; ** შესყიდვის მონაწილე მხარეებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმართვა; ** სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება/ გაგზავნა/განთავსება; ** გაფორმებული ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში; ** საკონკურსო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** საჯარო სამსახურში, კერძოდ, შესყიდვებში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი ** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა ** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად კომპეტენციები და უნარები: ** ინფორმაციის შეგროვება; ** წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება; ** დროის ეფექტიანი მართვა; ** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება; ** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა. სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 3 (სამი) თვე ანაზღაურება შეთანხმებით. თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:smshrservice8@gmail.com. რეზიუმეები მიიღება მ.წ. 15 ოქტომბრის ჩათვლით.

განაცხადის გაგზავნა →