← ყველა ვაკანსია

სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი

ადეიშვილის კლინიკა · ქუთაისი

"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე. ადეიშვილის კლინიკების ქსელი დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს. სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 სამუშაო დღე სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას პირველი შესახვევი N15 ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს; ** თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას; ძირითადი მოვალეობები: ** ჰოსპიტლის ინვენტარის, ავეჯისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო გადაადგილება; ** სამსახურებრივი ავტომობილის მართვა ორგანიზაციული საჭიროებების შესაბამისად; ** მცირე სამეურნეო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება (ნათურების, საკეტის და მსგავსი ელემენტების შეცვლა/შეკეთება) ** შენობისა და ინფრასტრუქტურის ყოველდღიური ტექნიკური გამართულობის კონტროლი; ** ავარიული და წვრილმანი დაზიანებების დროული აღმოფხვრა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა პოზიციის შესაბამისი დავალებების შერულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმოვა და ავტომობილისი მართვის გამოცდილება; ** ტექნიკური და სამეურნეო სამუშაოების შესრულების პრაქტიკული გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი; როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. "ადეიშვილის კლინიკების ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →