← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

Dewool Industries

სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries" LLC აცხადებს  ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით)  პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული ** სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი ** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისნის მეტროსო (ნავთლუღის ქუჩა) ** გამოსაცდელი პერიოდი (1 კვირა არაანაზღაურებადი, 3 თვე ანაზღაურებადი). ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით უზრუნველყოფას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან; ** შეკვეთის მიღება და კლიენტების ბაზაში გაფორმება; ** შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება; ** შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით; ** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან. ძირითადი მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება - სავალდებულოა სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება 6 თვე და მეტი. ქოლცენტრის ან/და ლოგისტიკურ სფეროში სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად; ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail); ** CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (არასავალდებულო). პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** პუნქტუალურობა; ** გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე ceo@enica-express.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.
სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries " LLC -ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია  "Dewool Industries " LLC  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

 გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →