← ყველა ვაკანსია

კურიერი

DHL · ბათუმი

"DHL"-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ბათუმში. თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკურ გარემოში მუშაობა — შემოგვიერთდი DHL-ის გუნდში! რას გთავაზობთ? ** ფიქსირებული ხელფასი — 1, 200 ლარი + გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსი ** სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფა ** კომპანიის ავტომობილი დაზღვეულია ** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი სამუშაო მობილურ ნომერზე ** ჯანმრთელობის დაზღვევა სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ** ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30 ** შაბათი: 10:00-14:00 (მცოცავი) ** სამუშაო ადგილი: ბათუმი ძირითადი მოვალეობები: ** საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის; ** ჩამოსული ამანათების დახარისხება; ** მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა; ** ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება; ** ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება; ** კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა; ** გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან. ** კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კოლეჯი ან უმაღლესი განათლება; ** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება; ** მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად); ** სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა; ** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება; ** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია: ** პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა; ** დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 31 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

განაცხადის გაგზავნა →