← ყველა ვაკანსია

მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი

ლიდერ კრედიტი · თბილისი, რუსთავი, მარნეული

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს. შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს! შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებლის (რეზერვის) პოზიციაზე. სამუშაო დრო: ** დღის ცვლა 9:30-18:30 ** ღამის ცვლა - ყოველ მესამე ღამეს 18:30-09:30 ** ცვლიანობის გრაფიკით, კვირაში არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავი, მარნეული ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს: ** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილებით; ** საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილებით ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; ** დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით; ** გუნდურს; ** უმაღლესი განათლებით ან სტუდენტს, სასურველია საბანკო, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება; ** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება; ** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება; ** სალომბარდე სესხის გაცემა; ანაზღაურება: 1000-1400 ფიქსირებული + ბონუსი. ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ მონაცემები და მიუთითოთ სასურველი ქალაქი/ცვლა https://leadercredit.selfrecruit.ge/s/ikq7x

განაცხადის გაგზავნა →