← ყველა ვაკანსია

ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი

UCC

"UCC" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე. პოზიციის მიზანი: კომპანიაში ინფორმაციული უსაფრთხოების დამტკიცებული პოლიტიკებისა და პროცედურების პრაქტიკული განხორციელება, უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმების მონიტორინგი, შესაძლო საფრთხეებისა და დარღვევების დროული გამოვლენა და ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების პროცესში მონაწილეობა. ძირითადი მოვალეობები: ** ინფორმაციული უსაფრთხოების დამტკიცებული პოლიტიკებისა და პროცედურების ყოველდღიური შესრულება და მათი დაცვის მონიტორინგი; ** ინფორმაციული აქტივების აღრიცხვა და შესაბამისი რეესტრების განახლება; ** მომხმარებელთა წვდომის უფლებების მინიჭების, ცვლილებისა და გაუქმების პროცესის კონტროლი, მათ შორის, წვდომების პერიოდული გადამოწმება (Access Review); ** ინფორმაციული სისტემების, უსაფრთხოების მოვლენებისა და შეტყობინებების მონიტორინგი, სისტემური ჟურნალების (Logs) პირველადი ანალიზი; ** უსაფრთხოების ტექნიკური მექანიზმების (ანტივირუსი, EDR და სხვ.) სტატუსის გადამოწმება; ** ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენა, რეგისტრაცია, პირველადი შეფასება და შესაბამისი რეაგირების პროცესში მონაწილეობა; ** უსაფრთხოების ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოვლენა, მათი აღმოფხვრის პროცესის მონიტორინგი; ** IT გუნდთან თანამშრომლობა უსაფრთხოების მოთხოვნების პრაქტიკული შესრულების უზრუნველსაყოფად; ** ჩატარებული შემოწმებების, გამოვლენილი დარღვევებისა და ინციდენტების აღრიცხვა და შესაბამისი ოპერაციული ანგარიშგების მომზადება; ** თანამშრომელთა ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში მონაწილეობა. აუცილებელი მოთხოვნები: ** განათლება IT-ის, ინფორმაციული უსაფრთხოების ან მომიჯნავე ტექნიკური მიმართულებით; ** ინფორმაციული უსაფრთხოების, IT ადმინისტრირების ან IT კონტროლის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; ** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა; ** Windows-ის, Active Directory-ის, ქსელური ინფრასტრუქტურისა და მომხმარებელთა წვდომის მართვის პრინციპების ცოდნა; ** სისტემური ჟურნალებისა (Logs) და უსაფრთხოების მოვლენების პირველადი ანალიზის უნარი; ** ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვის ძირითადი პროცესების ცოდნა; ** უსაფრთხოების პროცედურებისა და ინსტრუქციების პრაქტიკაში გამოყენების უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გააზრების დონეზე. უპირატესობად ჩაითვლება: ** ფინანსურ, საბანკო ან გადახდების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** SIEM, EDR, DLP ან Vulnerability Management სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** ISO/IEC 27001-ისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) ზოგადი ცოდნა; ** საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების ზოგადი ცოდნა; ** Security+, ISO 27001, CCNA CyberOps ან სხვა შესაბამისი სერტიფიცირება. პიროვნული უნარები: ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების დროული ესკალაციის უნარი; ** ორგანიზებულობა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: t.darchia@ucc.ge.

განაცხადის გაგზავნა →