← ყველა ვაკანსია

შესყიდვების მენეჯერი

BlueTabla

"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.bluetabla.ge ვაკანსია: შესყიდვების მენეჯერი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი სამუშაოს აღწერა: ** მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა; ** მომწოდებლებთან ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება; ** ხელშეკრულებების მომზადების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა; ** საწარმოო მასალების, ავეჯის, ტექნიკისა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის შესყიდვა; ** ახალი ფილიალების მოწყობასა და არსებული ფილიალების განახლებასთან დაკავშირებული შესყიდვების ორგანიზება; ** სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული შესყიდვების მართვა და კონტრაქტორებთან თანამშრომლობა; ** შესყიდვების დოკუმენტაციისა და შესაბამისი აღრიცხვის წარმოება. მოთხოვნები: ** შესყიდვების, მომარაგების ან ადმინისტრაციულ-სამეურნეო მიმართულებით მინიმუმ 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ადგილობრივი მომწოდებლების ბაზრის კარგი ცოდნა; ** Microsoft Excel-ის კარგად ფლობა, მათ შორის: ფილტრები, VLOOKUP/XLOOKUP და ძირითადი ფორმულები; ** მომწოდებლებთან ეფექტური მოლაპარაკების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი. ანაზღაურება და პირობები: ** კონკურენტული ანაზღაურება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@bluetabla.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ: "შესყიდვების მენეჯერი".

განაცხადის გაგზავნა →