← ყველა ვაკანსია

იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი

BlueTabla

"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.bluetabla.ge ვაკანსია: იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი სამუშაოს აღწერა: ** უცხოელი მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა; ** მომწოდებლებთან ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება; ** შეკვეთების განთავსება და მათი სტატუსის, მიწოდების ვადებისა და ჩამოსვლის პროცესის კონტროლი; ** ავანსებისა და გადახდის გრაფიკის მართვა ფინანსურ გუნდთან კოორდინაციით; ** ექსპორტის ოპერაციების წარმართვა — შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და გადაზიდვების ორგანიზება; ** საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა და გადამზიდავ კომპანიებთან თანამშრომლობა; ** განბაჟების პროცესის წარმართვა საბაჟო ბროკერთან კოორდინაციით. მოთხოვნები: ** იმპორტის, ექსპორტის ან საერთაშორისო ლოჯისტიკის მიმართულებით მინიმუმ 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, როგორც საქმიანი მიმოწერის, ისე მოლაპარაკებების დონეზე; ** Microsoft Excel-ის კარგად ფლობა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და ახალი პროცესების აწყობის უნარი; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ანაზღაურება და პირობები: ** კონკურენტული ანაზღაურება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@bluetabla.ge წერილის სათაურში მიუთითეთ: "იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი".

განაცხადის გაგზავნა →