მძღოლი-დისტრიბუტორი
სონნივა ჯორჯია
შპს Sonniva Georgia აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე.
კომპანია სონნივა ჯორჯია არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის დატვირთვა/დაცლა და უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირება
** განსაზღვრული მარშრუტების მიხედვით გადაადგილება
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი
** პროდუქციის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში
** საწვავისა და ავტომობილის ხარჯების კონტროლი
** საგზაო მოძრაობის წესებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა
** მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია
** ავტომობილის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა
** ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომელიც უშუალოდ კავშირშია მძღოლის პოზიციასთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად)
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (სასურველია)
** C კატეგორიის მართვის მოწმობა
** მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უნარი
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პუნქტუალურობა.
ხელფასი: 2500 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
დასვენების დღე: შაბათი და კვირა.
ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტირება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge
მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38.
გისურვებთ წარმატებებს!