← ყველა ვაკანსია

დამხმარე ბუღალტერი

დაკო ტრეიდი

სადისტრიბუციო კომპანია "დაკო ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ: https://dakogroup.ge/ თუ გაქვთ საბუღალტრო მიმართულებით მუშაობის საბაზისო გამოცდილება, ხართ პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული და სწრაფად ითვისებთ სიახლეებს, გიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ. ძირითადი მოვალეობები: ** სასაქონლო ზედნადების ატვირთვა, მიღებული და გამოწერილი ზედნადებების შედარება პროგრამულ მონაცემებთან; ** საბანკო ამონაწერების გატარება; ** დებიტორული დავალიანებების კონტროლი; ** საწყობის რეპორტის საფუძველზე წარმოების ოპერაციების ასახვა პროგრამაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებში, ბიზნესის ადმინისტრირებასა ან ეკონომიკაში; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook); ** RS.GE -ზე მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია ინტერნეტ ბანკებთან მუშაობის გამოცდილება; ** ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება Fina-ს). ოფისის მდებარეობა: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება. სამუშაო განაკვეთი: სრული 9:30-18:30 გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე. ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე info@dakotrade.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დამხმარე ბუღალტერი". წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →