← ყველა ვაკანსია

გრაფიკული დიზაინერი/საიტის ადმინისტრატორი

ენერჯი

ონლაინ-მაღაზია ეძებს უნივერსალურ, ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელიც შეითავსებს ვიზუალური კონტენტის შექმნასა და საიტის ადმინისტრირებას. ნახევარი განაკვეთი დაეთმობა გრაფიკას ხოლო დღის მეორე ნახევარი საიტის ადმინისტრირებას. ძირითადი მოვალეობები: გრაფიკული დიზაინი: ** სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Instagram) სარეკლამო ბანერებისა და პოსტების ვიზუალების მომზადება. ** ვებ-საიტისთვის მთავარი ბანერების, აქციებისა და ფასდაკლებების ვიზუალური გაფორმება. ** პროდუქციის ფოტოების დამუშავება (ფონის ჩანაცვლება/გასუფთავება, ზომების სტანდარტიზაცია). ** ვებ-საიტის ადმინისტრირება (კონტენტ მენეჯმენტი): ** საიტზე ახალი პროდუქციის დამატება, ფასების, ტექნიკური მახასიათებლებისა და აღწერილობების მოძიება, ორგანიზება და ატვირთვა ** მარაგების კონტროლი საიტზე და ინფორმაციის აქტუალურობის უზრუნველყოფა. ** ბლოგ-პოსტებისა და სიახლეების ატვირთვა საიტის ადმინ-პანელში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Illustrator) გამართულად ფლობა. ** CMS სისტემებთან (Wordpress/WooCommerce, Shopify ან მსგავსი ადმინ-პანელი) მუშაობის გამოცდილება სასურველია ** ქართული ენის გამართული გრამატიკა და მართლწერა (პროდუქტის აღწერების დასაწერად). ** დეტალებისადმი ყურადღება და პუნქტუალურობა. სამუშაო პირობები: გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 2000 ლარი როგორ მოგვმართოთ: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელ-ფოსტაზე: hr@ener.ge სათაურის ველში მიუთითეთ: "გრაფიკული დიზაინერი / საიტის ადმინისტრატორი".

განაცხადის გაგზავნა →