← ყველა ვაკანსია

შესყიდვების სპეციალისტი

ონიქს კორპორეიშენი · ქუთაისი

შპს "ონიქს კორპორეიშენი" ფარმაცევტული წარმოება აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის #88. ძირითადი მოვალეობები: ** საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვის განხორციელება; ** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა - შესყიდვის დაგეგმვა და თანმხლები პროცესების კონტროლი; ** ახალი მომწოდებლების მოძიება; ** ნედლეულის ფასის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი; ** შესყიდვების განხორციელება არსებული პროცედურების მიხედვით; ** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ** მომწოდებლების ბაზის წარმოება (მუდმივი განახლება); ** ახალი ბრენდების მოძიება/დამუშავება; ** კონკურენტების ფასების და შესაძლებლობების ანალიზი; ** მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის მოძიება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით; ** Word, Excel, Outlook-ის ცოდნა სავალდებულოა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** პუნქტუალური და შედეგზე ორიენტირებული; ** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება: ინდივიდუალური, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართებზე: hr@onyxcorporation.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით. წარმატებებს გისურვებთ!

განაცხადის გაგზავნა →