ოფის მენეჯერი
ნეო გლასი
არქიტექტურული მინის კომპანია შპს "ნეო გლასი" გიწვევთ ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
** კორპორაციულ ტელეფონზე შემოსული ზარების მონიტორინგი და გადამისამართება.
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის, დოკუმენტაციის მართვა და ადმინისტრირება .
** ოფისში არსებული დოკუმენტაციის კონტროლი და აღრიცხვა.
** სტუმრების მიღება და მათი გადამისამართება კომპეტენტურ თანამშრომლებთან.
** საოფისე მასალების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება.
** კომპანიის ყველა საჭირო პროცესში ჩართულობა.
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** აუცილებელი პირობა რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე (C1) ცოდნა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამოგვეხმაუროთ .
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფის მენეჯერის, ასისტენტის ან მსგავს ადმინისტრაციულ პოზიციაზე.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი და თავაზიანობა.
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ კოლექტივს.
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
** სახელმწიფო დასვენების დღეებში დასვენებას
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00)
დასვენების დღეები: შაბათი - კვირა
ანაზღაურება: 2000 ლარი
აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით გამოგვიგზავნეთ CV მითითებულ მეილზე: hr@neoglass.ge
გამოგზავნისას მეილში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.