სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტორი
აუდიტესკორტი · თბილისი
შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“, სამშენებლო პროექტებისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტირების სფეროში მოქმედი აკრედიტებული ორგანიზაცია, აცხადებს ვაკანსიას სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობებისამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოებზე დაკვირვება ინსპექტირების დავალების ფარგლებში;შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შეფასება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან და დადგენილ მოთხოვნებთან;სამუშაოების მიმდინარეობის, გამოყენებული მასალებისა და შესრულებული მოცულობების შემოწმება დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში;გამოვლენილი შეუსაბამობების დოკუმენტირება, ინსპექტირების ჩანაწერებისა და ანგარიშების მომზადება;დამკვეთთან, საპროექტო ორგანიზაციასთან და მშენებელთან პროფესიული კომუნიკაცია ინსპექტირების საკითხებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებიუმაღლესი ტექნიკური განათლება შესაბამისი სამშენებლო სპეციალობით (ინჟინერ-მშენებელი): მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრის დიპლომთან კანონით გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება საპროექტო დოკუმენტაციის ან/და ხარჯთაღრიცხვების შედგენის, სამშენებლო სამუშაოების წარმოების ან/და მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის სფეროში;სამშენებლო პროექტების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და შესაბამისი ნორმატიული მოთხოვნების წაკითხვისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;ინსპექტირების შედეგების მკაფიოდ და დასაბუთებულად დოკუმენტირების უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ობიექტურობა და დამოუკიდებელი პროფესიული გადაწყვეტილების მიღების უნარი.უპირატესობად ჩაითვლება ინსპექტირების ორგანოში მუშაობის გამოცდილება და ISO/IEC 17020-ის მოთხოვნების ცოდნა.განათლების მოთხოვნის მიზნებისთვის, მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულად განიხილება 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული შესაბამისი დოკუმენტიც, მათ შორის შესაბამისი ოთხწლიანი პროგრამის დიპლომი.
სამუშაო პირობებისამუშაო ადგილი: თბილისი და მიმდინარე პროექტების ობიექტები;სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;ანაზღაურება (ხელზე ასაღები): ფიქსირებული ხელფასი — არანაკლებ 2 000 ლარი თვეში. ბონუსის მიღების შემთხვევაში, სავარაუდო ჯამური თვიური ანაზღაურება შეადგენს 3 000–3500 ლარს.
განაცხადის წარდგენადაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: auditescort.jobs@gmail.com. წერილის სათაურში მიუთითეთ: „ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტორი“. გთხოვთ, CV-ში ასახოთ განათლება, შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და შესრულებული პროექტები.