← ყველა ვაკანსია

კურიერი

DHL · თბილისი

DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისში.თუ ხარ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკურ გარემოში მუშაობა — შემოგვიერთდი DHL-ის გუნდში! რას გთავაზობთ?ფიქსირებული ხელფასი — 1,400 ლარი + გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსისამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფაკომპანიის ავტომობილი დაზღვეულიაულიმიტო სასაუბრო პაკეტი სამუშაო მობილურ ნომერზეჯანმრთელობის დაზღვევა სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთიორშაბათი–პარასკევი: 09:30–18:30შაბათი: 10:00–14:00 (მცოცავი)სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, კლინიკა „ვივამედის“ მიმდებარე ტერიტორია ძირითადი მოვალეობები:საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;ჩამოსული ამანათების დახარისხება;მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან.კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია:პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა;დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა;მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა;სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი;გუნდური მუშაობის უნარი;დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 31 ოქტომბერი ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

განაცხადის გაგზავნა →