← ყველა ვაკანსია

ბრენდის წარმოების დამხმარე

ასკანელი · თბილისი

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდის წარმოების დამხმარის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.askaneli.ge www.facebook.com/Askaneli1880 www.facebook.com/Askaneli-Garden ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:მარნისა და დაძველების განყოფილებაში დახმარება:კასრების გადაადგილება, რეცხვისა და დამუშავების პროცესში მონაწილეობა.სპირტისა და ბრენდის გადატუმბვის, ფილტრაციისა და ტექნოლოგიურ ავზებში გადანაწილების პროცესში ოპერატორის ან ტექნოლოგის ასისტირება.სანიტარია და ჰიგიენა:სამუშაო ადგილის, საწარმოო დანადგარებისა და ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება საწარმოო და HACCP სტანდარტების შესაბამისად.საწარმოო ტარის (ბოთლები, კასრები, ავზები) გარეცხვა-სტერილიზაცია.შრომის უსაფრთხოება:შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (სპეცტანსაცმელი, ხელთათმანები, დამცავი ფეხსაცმელი) მუდმივი გამოყენება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: საშუალო განათლება (სასურველია ტექნიკური ან პროფესიული განათლება).გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება კვების ან სასმელების (ღვინო, ალკოჰოლი) წარმოებაში (სავალდებულო არ არის).უნარები:ფიზიკური გამძლეობა და შრომისუნარიანობა.გუნდური მუშაობისა და ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი.პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა.დეტალებზე ორიენტირებულობა. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ. მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ. კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ FitPass-ის სერვისით. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.

განაცხადის გაგზავნა →