← ყველა ვაკანსია

Senior ინჟინერი

Go-Playgrounds · რუსთავი

შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო. "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - Senior ინჟინრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით. ანაზღაურება: 4500-5000 Net ინგლისური ენის ცოდნა სასურველია პროფესიული კომუნიკაციისთვის ძირითადი პასუხისმგებლობები: ** პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (საინჟინრო ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია) მომზადება, მართვა და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის გადაცემა. ** პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა, შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში გათვალისწინება და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის განაწილება. ** პროდუქტის შემადგენელი დეტალების ნახაზების შესაბამის პროგრამაში შექმნა/მომზადება, ასევე არსებული ნახაზების დამუშავება და საწარმოო პროცესში ჩაშვება. ** Junior და Middle Engineer-ების ტექნიკური მიმართულებით მხარდაჭერა, კონსულტირება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ფუნქცია-მოვალეობები: ** საინჟინრო მასალების მომზადება წარმოების შეკვეთებისთვის; ** სამუშაო ნახაზების შექმნა/დამუშავება; ** კომპიუტერული ფორმატების განსაზღვრა და შენარჩუნება; ** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერა წარმოების მიმართულებისთვის; ** ყველა საინჟინრო ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა- ფაილების დოკუმენტირება და სათანადოდ შენახვა. ** სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების ჩატარება ** წარმოების პროცესში ჩართული ყველა პირისთვის, პროდუქტის ტექნიკური დეტალების გაცნობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, ა საინჟინრო/მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით; ** AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD პროგრამების ან მასთან მიახლოებული/მსგავსი პროგრამების ცოდნა; ** სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საინჟინრო, საპროექტო ან მსგავს პოზიციაზე; პიროვნული უნარები: ** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი ** გამართული კომუნიკაციის უნარი ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ლიდერობის უნარი ** თავდაჯერებულობა ** ორგანიზებულობა თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - Senior ინჟინერი. რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში "გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →