← ყველა ვაკანსია

Middle ინჟინერი

Go-Playgrounds · რუსთავი

შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო. "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - Middle ინჟინრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით ანაზღაურება: 3000-40000 Net ინგლისური ენის ცოდნა სასურველია პროფესიული კომუნიკაციისთვის ძირითადი პასუხისმგებლობები: ** პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო საინჟინრო-ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; ** პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადებისა და შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში ასახვის მხარდაჭერა; ** პროდუქტის შემადგენელი დეტალების სამუშაო ნახაზების შექმნა და დამუშავება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში; ** არსებული საინჟინრო ნახაზებისა და დოკუმენტაციის განახლება, კორექტირება და საწარმოო პროცესისთვის მომზადება; ** წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებაში მონაწილეობა; ფუნქცია-მოვალეობები: ** საწარმოო შეკვეთებისთვის საჭირო საინჟინრო მასალების დამოუკიდებლად მომზადება; ** სამუშაო, დეტალური და საკონსტრუქციო ნახაზების შექმნა და დამუშავება; ** პროდუქციისა და მისი შემადგენელი დეტალების ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება; ** საინჟინრო ფაილებისა და დოკუმენტაციის შესაბამისი ფორმატების განსაზღვრა, ორგანიზება და მართვა; ** არსებული საინჟინრო დოკუმენტაციის გადამოწმება და საჭირო ტექნიკური ცვლილებების განხორციელება; ** სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების განხორციელება; ** წარმოების მიმართულებისთვის ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერის გაწევა; ** წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების, ნახაზებისა და სპეციფიკაციების გაცნობა; ** საინჟინრო ინფორმაციის, ნახაზებისა და შესაბამისი ფაილების დოკუმენტირება, ვერსიების კონტროლი და სათანადო არქივირება; ** საინჟინრო პროცესების გაუმჯობესებისა და წარმოების ეფექტიანობის ზრდისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება საინჟინრო/მექანიკის ინჟინერიის, არქიტექტურის ან სხვა მონათესავე მიმართულებით; ** AutoCAD, ArchiCAD, SOLIDWORKS პროგრამების ან მასთან მიახლოებული/მსგავსი პროგრამების ცოდნა; ** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საინჟინრო, საპროექტო ან მსგავს პოზიციაზე; პიროვნული უნარები: ** გამართული კომუნიკაციის უნარი ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** თავდაჯერებულობა ** ორგანიზებულობა თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - Middle ინჟინერი. რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში "გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →