← ყველა ვაკანსია

Junior ინჟინერი

Go-Playgrounds · რუსთავი

შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო. "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - Junior ინჟინერის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით ანაზღაურება: 1500-2500 Net ინგლისური ენის ცოდნა სასურველია პროფესიული კომუნიკაციისთვის ძირითადი პასუხისმგებლობები: ** პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო საინჟინრო-ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; ** პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადებისა და შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში ასახვის მხარდაჭერა; ** პროდუქტის შემადგენელი დეტალების სამუშაო ნახაზების შექმნა და დამუშავება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში; ** არსებული საინჟინრო ნახაზებისა და დოკუმენტაციის განახლება, კორექტირება და საწარმოო პროცესისთვის მომზადება; ** წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებაში მონაწილეობა; ფუნქცია-მოვალეობები: ** საწარმოო შეკვეთებისთვის საჭირო საინჟინრო მასალების მომზადებაში მონაწილეობა; ** სამუშაო და დეტალური ნახაზების შექმნა, დამუშავება და კორექტირება; ** AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD ან სხვა შესაბამის პროგრამებში საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადება; ** საინჟინრო ფაილებისა და დოკუმენტაციის შესაბამის ფორმატში მომზადება და ორგანიზებულად შენახვა; ** არსებული საინჟინრო დოკუმენტაციისა და ნახაზების გადამოწმება და საჭირო ცვლილებების შეტანა; ** წარმოების მიმართულებისთვის ტექნიკური ინფორმაციისა და საჭიროების შემთხვევაში პროფესიული მხარდაჭერის გაწევა უფროსი ინჟინრის/გუნდის ხელმძღვანელის მითითებით; ** სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა; ** პროდუქტის ტექნიკური დეტალების შესახებ წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლების ინფორმირებაში მონაწილეობა; ** საინჟინრო ინფორმაციის, ნახაზებისა და შესაბამისი ფაილების სათანადო დოკუმენტირება და არქივირება; ** საინჟინრო გუნდის მიერ განსაზღვრული სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საინჟინრო/მექანიკის ინჟინერიის, არქიტექტურის ან სხვა მონათესავე მიმართულებით; ** AutoCAD, ArchiCAD, SOLIDWORKS პროგრამების ან მასთან მიახლოებული/მსგავსი პროგრამების ცოდნა; ** სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება, მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე. პიროვნული უნარები: ** გამართული კომუნიკაციის უნარი ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** თავდაჯერებულობა ** ორგანიზებულობა თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - Junior ინჟინერი. რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში "გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →