← ყველა ვაკანსია

კლინიკის მენეჯერი

ევექსი · ქუთაისი

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკის მენეჯერის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: ქუთაისი, პ.იაშვილის ქუჩა № 9; № 11 სამუშაო გრაფიკი: სრული, სტანდარტული ძირითადი მოვალეობები: ** კლინიკის ბიზნეს პროცესების მართვა, მონიტორინგი და მუდმივი განვითარება; ** ამბულატორიული კლინიკის შემოსავლების მოზიდვა და შენარჩუნება ბიუჯეტის შესაბამისად; ** ამბულატორიული კლინიკის განვითარებაზე ზრუნვა, არსებული სერვისების გაუმჯობესება და ახალი პროექტების დანერგვა; ** პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მართვა; ** დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულება და შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა; ** ახალი სერვისების/მიმართულებების/პროექტების საჭიროების კვლევა, ბიზნეს ქეისის შედგენა და უშუალო ხელმძღვანელთან ინიცირება; ** კლინიკაში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, პროცესის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ** სამედიცინო დოკუმენტაციის, ამბულატორიის შიდა და გარე ანგარიშგების და სხვა ფორმების წარმოების კონტროლი; ** სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოების უზრუნველყოფა/მონიტორინგი, დაკორექტირების თავიდან არიდების მიზნით; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ, ბიზნეს ამოცანების შესრულების პერიოდული შეფასება, ანალიზი და ხარისხის მუდმივი კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად, რეპორტების წარმოება და სათავო ოფისისთვის მიწოდება. ვაკანსიის მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით; ** სავალდებულოა ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel; ** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა); ** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა; ჩვენთან შენ მიიღებ: ** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე. ** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს: ** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე ** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში" ** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე. ** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის. დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/s/r0APl "ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →