← ყველა ვაკანსია

შერჩევა - ტაქსით მომსახურების მომწოდებელი

World Vision

წინასწარი კვალიფიკაცია და შერჩევა — ტაქსით მომსახურების მომწოდებელი პერიოდი: 2026-2029 ვორლდ ვიჟენის შესახებ ვორლდ ვიჟენი არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰუმანიტარული განვითარებისა და ადვოკატირების ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს თითქმის 100 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.wvi.org/georgia. მოწვევა მონაწილეობისთვის ვორლდ ვიჟენ საქართველო იწვევს პოტენციურ მომწოდებლებს, მიიღონ მონაწილეობა ტაქტით მომსახურების მომწოდებლის პრეკვალიფიკაციასა და შერჩევაში 2026-2029 წლების პერიოდისთვის. მივიღებთ განაცხადებს კარგად დამკვიდრებული და სანდო მომწოდებლებისგან. დოკუმენტაციის წარდგენა და შერჩევა განხორციელდება ვორლდ ვიჟენის ელექტრონული შესყიდვების სისტემის (Provision/Coupa) მეშვეობით. ძირითადი ვადები: სისტემაზე წვდომისა და სრული დოკუმენტაციის მოთხოვნის ვადა: 15 ოქტომბერი 2026, 18:00. სისტემაზე წვდომისა და სრული დოკუმენტაციის პაკეტის მოთხოვნისთვის, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელ. წერილი მისამართზე: thea_kvintradze@wvi.org. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ შერჩევის დასახელება — "ტაქსით მომსახურება 2026-2029". წინადადების ატვირთვის ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი 2026, 18:00 — "ტაქსით მომსახურება 2026-2029". ვადის გასვლის შემდეგ ან ვორლდ ვიჟენის შესყიდვების სისტემის გარეთ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება. კონტაქტი და განმარტებები პროცესთან დაკავშირებული განმარტებებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ვორლდ ვიჟენი საქართველო 78, დ. უზნაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო ელ. ფოსტა: thea_kvintradze@wvi.org

განაცხადის გაგზავნა →