შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტ
ევროპის უნივერსიტეტი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანსიას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის 76;
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:
1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება;
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტის საჭიროებების შესაბამისად შესასყიდი პროდუქციის/მომსახურების მოძიება;
** მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება;
** ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
** არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის სისტემატიური შემოწმება, ხარვეზების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელის ინფორმირება;
** სამეურნეო საქმიანობაში ჩართულობა;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არანაკლებ პროფესიული განათლება;
** მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - A2 დონე (მეტყველება, წერა).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ოქტომბერი.