← ყველა ვაკანსია

საგადასახადო აუდიტორი

Elite Audit & Legal Services

"ელიტ აუდიტი" (https://eaudit.ge/) აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე. ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება საგადასახადო აუდიტის პროექტებში და იმუშავებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდთან კოორდინაციით. ლოკაცია: თბილისი / ჰიბრიდული ფორმატი ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიების საგადასახადო მდგომარეობის ანალიზი ** საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და შეფასება ** საგადასახადო აუდიტის პროცესში მონაწილეობა (pre-audit / during audit / post-audit ეტაპები) ** შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მხარდაჭერა ** აუდიტის აქტებზე რეაგირების, ახსნა-განმარტებებისა და საჩივრების მომზადება ** კლიენტებისთვის რეკომენდაციების შემუშავება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბუღალტერიაში ან შესაბამის სფეროში ** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება საგადასახადო მიმართულებით ** პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ შემოსავლების სამსახურში აუდიტის დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა ** ანალიტიკური და სტრუქტურული აზროვნება ** კომუნიკაციისა და არგუმენტაციის მაღალი უნარები სამუშაო პირობები: ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი: მოქნილი ჩართულობის ფორმატი (პროექტებზე დაფუძნებული თანამშრომლობა) კონკურენტული ანაზღაურება: ** თითოეულ პროექტზე 25% - 40% ** საკუთარი კლიენტის მოყვანის შემთხვევაში: 40% - 60% ** დავის/აპელაციის წარმატების შემთხვევაში: Bonus fee: 5% - 15% დამატებითი ბენეფიტები: ** მოქნილი გრაფიკი ** მრავალფეროვანი ქეისები (იმპორტი, მშენებლობა, FMCG და ა.შ.) ** ძლიერი იურიდიული გუნდის მხარდაჭერა ** დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება პოზიცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ საგადასახადო აუდიტის მიმართულებით და სურთ საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების გაფართოება სხვადასხვა ბიზნეს სექტორში და მრავალფეროვან პროექტებზე. განაცხადის წარდგენა: გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: Eaudit.ge@gmail.com. სათაურში მიუთითეთ: Tax Auditor.

განაცხადის გაგზავნა →