← ყველა ვაკანსია

საუზმის მზარეული

Reed Hotel Tbilisi

"Reed Hotel Tbilisi" — ორთაჭალაში მდებარე 23-ნომრიანი ბუტიკ-ტიპის სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც იზრუნებს საუზმისთვის განკუთვნილი კერძების ხარისხიან მომზადებასა და ლამაზად წარდგენაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქ. 15 https://g.co/kgs/YaR4pv ** სამუშაო გრაფიკი: 5/2, 07:00-16:00 ** ანაზღაურება: 1300 ლარი ** კვებით უზრუნველყოფა ** უნიფორმით უზრუნველყოფა ** დაზღვევა ძირითადი მოვალეობები: ** ტექნოლოგიური ბარათებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კერძების მომზადება; ** ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი დამუშავება; ** კერძებისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლი; ** კერძებისა და საუზმის მაგიდის მიმზიდველი და მოწესრიგებული წარდგენა; ** მიღებული პროდუქტების დახარისხება და სწორად შენახვა; ** სამზარეულოში არსებული პროდუქტებისა და მარაგების ეფექტიანად გამოყენება; ** სამუშაო სივრცის, დანადგარებისა და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად შენარჩუნება; ** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. საჭირო უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია; ** სამზარეულოს მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა; ** კულინარიის მიმართულებით პროფესიული განათლება სასურველია; ** სწრაფად და ეფექტიანად მუშაობის უნარი; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@reedtbilisi.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება — საუზმის მზარეული. ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 549 152.

განაცხადის გაგზავნა →