← ყველა ვაკანსია

საუზმის მიმტანი

Reed Hotel Tbilisi

"Reed Hotel Tbilisi" — ორთაჭალაში მდებარე 23 - ნომრიანი ბუტიკ-ტიპის სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას საუზმის მიმტანის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქ. 15 https://g.co/kgs/YaR4pv ** სამუშაო გრაფიკი: 2-2 ზე, 08:00 - 16:00, 1 საათი შესვენება ** ანაზღაურება: 60 ლარი ცვლა + ჩაი & ბონუსი ** კვებით უზრუნველყოფა ** უნიფორმით უზრუნველყოფა ** დაზღვევა ძირითადი ფუნქციები: ** სტუმრების სწრაფად და თავაზიანად მომსახურება, მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა; ** მენიუსა და კერძების შესახებ ინფორმაციის ცოდნა და სტუმრებისთვის მიწოდება; ** მაგიდების გაწყობა და საჭირო ინვენტარის მომზადება; ** ჭურჭლისა და ინვენტარის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა; ** სასტუმროს წესებისა და სამუშაო პროცედურების დაცვა. საჭირო უნარები: ** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე, დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დროის სწორად მართვა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@reedtbilisi.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "საუზმის მიმტანი". ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 549 152

განაცხადის გაგზავნა →