მძღოლი
სამი ძმა · წეროვანი
შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ?
ძირითადი პირობები:
** სამუშაო ადგილი: წეროვანი.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00;
** ანაზღაურება: 1500 ლარი;
** ანაზღაურებადი სტაჟირება;
** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
რა დაგევალებათ?
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ფილიალების პროდუქციით მომარაგება ცენტრალური საწყობიდან;
** შეკვეთების მიტანა სავაჭრო ობიექტებზე (საჭიროების შემთხვევაში);
** მიტანილი პროდუქციის ადგილზე მითვლა;
რას ველით თქვენგან?
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება მინიმუმ 6 თვე ;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
როგორ მოხვდეთ ჩვენთან?
შერჩევის ვადა და ეტაპები:
რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 2 ნოემბრის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება ოფისში;
** ანაზღაურებადი სტაჟირება.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@samidzma.ge. გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მძღოლი".
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!