ბუღალტერი
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი" (ჯიუ), (ყოფილი თავართქილაძის უნივერსიტეტი) რომელიც 2008 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროში აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ფინანსური გატარებების წარმოება;
** საბუღალტრო ბაზის გადამოწმება, გატარებების სისწორის კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება;
** საქმის სწორად გადანაწილება და შესრულების ვადების კონტროლი;
** სტუდენტების ჩარიცხვების და დავალიანებების კონტროლი;
** ხელფასების ჩარიცხვების კონტროლი;
** სტუდენტებთან და პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** ფინანსური რეპორტების მომზადება.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ან ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B1/B2 დონეზე;
** ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული პროგრამა ორისის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ACCA ჩაითვლება პრიორიტეტად.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე/CV hr@giu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.