← ყველა ვაკანსია

სტიუარდი / ჭურჭლის მრეცხავი

რამეკაი

რესტორანი "რამეკაი" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავის) პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს მყუდრო სამუშაო გარემოში. ძირითადი მოვალეობები: ** სამზარეულოს ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვა და მოწესრიგება; ** სამზარეულოს სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება; ნაგვის დროული გატანა და ჰიგიენური ნორმების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ფიზიკური გამძლეობა და სხარტად მუშაობის უნარი; გუნდურობა და პუნქტუალურობა. სამუშაო პირობები და გრაფიკი: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (5/2-ზე); ** სამუშაო საათები: 16:30 - 01:30; ** ანაზღაურება: დღიური 60 ლარი (ფიქსირებული თვიური ანაზღაურება). რას გთავაზობთ ჩვენ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ); ** 1-კვირიან ანაზღაურებად შვებულებას (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ); ** ღამის საათებში ტრანსპორტირებით (ტაქსით) უზრუნველყოფას სახლამდე; ** უფასო კვებას სამუშაო საათებში; ** სტაბილურ სამუშაოს და მეგობრულ გუნდს. დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: info@ramekai.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ "სტიუარდი".

განაცხადის გაგზავნა →