← ყველა ვაკანსია

ოფისის მენეჯერი

დიზი ლიზინგი

საერთაშორისო სალიზინგო კომპანია "დიზი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71 სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 ფუნქციები და მოვალეობები: ** სათავო ოფისის და ფილიალებისა ყოველდღიური ადმინისტრაციული საჭიროებების კოორდინაცია. ** საკანცელარიო, სამეურნეო, და სხვა საჭირო ინვენტარის შესყიდვის ორგანიზება. ** ხელოსნებისა და მომსახურების სპეციალისტების მოძიება, გამოძახება და სამუშაოების კოორდინაცია. ** ოფისებიდან ინვენტარის გადაზიდვის ორგანიზება. ტაქსის მომსახურების მართვა და ორგანიზება. ** შემოსული და გასული წერილების მიღება, რეგისტრაცია, კოდის მინიჭება, ადრესატებისთვის გადანაწილება და არქივირება. ** ელექტრონული ფოსტის მართვა, წერილების გადამისამართება და პასუხების მონიტორინგი. ** დოკუმენტების სკანირება და ციფრულ საქაღალდეებში სისტემატიზაცია. ** საფოსტო და საკურიერო კომპანიებთან კომუნიკაცია, გზავნილების ორგანიზება, რეესტრების მომზადება და ანგარიშ-ფაქტურების შეთანხმება. ** ნოტარიუსებთან, სააღსრულებო ბიუროებთან საგამოძიებო ორგანოებთან და სხვა კონტრაქტორებთან კომუნიკაცია. ** თანამშრომელთა დასწრების პროგრამის კონტროლი, ტაბელების მომზადება და ხელმოწერების ორგანიზება. ** ახალი თანამშრომლებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფა. ** თანამშრომელთა დაშვების ბარათებისა და კორპორაციული ნომრების შეძენა, რეგისტრაცია და აღრიცხვა. ** შიდა და კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზება. ** სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, გაგზავნა და შესაბამის პროგრამაში ასახვა. ** ჯარიმების გადამოწმება, პროგრამაში შეყვანა, არქივირება და იურისტებთან/ბუღალტერიასთან კოორდინაცია. ** მიღებული ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერის ორგანიზება და ბუღალტერიისთვის დროული მიწოდება. ** შრომის უსაფრთხოების პროცესების ადმინისტრაციული კონტროლი, სპეციალისტების ვიზიტების კოორდინაცია, რეპორტების გადახედვა და თანამშრომელთა ინფორმირება/სწავლება. ** სარეკლამო მასალების შეკვეთა და ფილიალებში განაწილება. ** ხელმძღვანელობის სხვა მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია). ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Google Workspace) კარგი ცოდნა. ** აუცილებელი პირობა რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. ** გამართული კომუნიკაციის უნარი. გთავაზობთ: ** ფიქსირებულ ხელფასს; ** მეგობრულ გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: info@dizi.ge. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →