← ყველა ვაკანსია

HR მენეჯერი

ჯეო-ბი

სადისტრიბუციო კომპანია "ჯეო-ბი" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას. კომპანია "ჯეო-ბი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე. მოვალეობები: ** შერჩევის სრული პროცესის დაგეგმა/მართვა/განხორციელება; ** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; ** მივლინებების, შვებულებების, დანიშნვა- გათავისუფლების საკადრო ბრძანებების მომზადება; ** თანამშრომლთა მონაცემთა ბაზის წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება, შვებულებები, შესაბამის ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა. ** თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების გაწერა, კონტროლი და გარემოსთან ადაპტირების მონიტორინგი; ** თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა; ** თანამშრომელთა დასწრების, გადაცდენები, გრაფიკების და სახელფასო სისტემის მონიტორინგი; ** სადაზღვევო, სატელეკომუნიკაციო და მონიტორინგის სამსახურებთან ურთიერთობა. ** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში; აუცილებელი მოთხოვნები და უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა; ** საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარები; ** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდუბე, ერისთავის ქ. 1 ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად. გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00 საათამდე. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. "ჯეო-ბი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "ჯეო-ბი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "ჯეო-ბი" მ შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

განაცხადის გაგზავნა →