სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი
DS MEDICAL
"DS MEDICAL" — სამედიცინო და სადიაგნოსტიკო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნა:
** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
** სასურველია გამოცდილება სამედიცინო, ფარმაცევტული ან ლაბორატორიული პროდუქციის გაყიდვების მიმართულებით.
სამუშაოს აღწერილობა:
** გაყიდვების მენეჯერის ძირითადი ფუნქციაა კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ზრდა, ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების ეფექტური მართვა.
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის შესაბამისად;
** კლინიკების შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებთან, ექიმებთან, ლაბორატორიის ხელმძღვანელებთან და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და კლიენტებისთვის პროდუქციის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა და მათი სწორად კომუნიკაცია;
** არსებული კლიენტების შენარჩუნება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
** ახალი კლიენტების აქტიური მოძიება და გაყიდვების ახალი შესაძლებლობების გამოვლენა;
** ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
** კომპანიის მიერ განსაზღვრული გაყიდვების გეგმების შესრულება;
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს კვლევა;
** ახალი პროდუქტებისა და ბაზრის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
** პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
** შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დასახული მიზნების შესრულების უნარი;
** სამედიცინო სფეროსა და პროდუქციის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ
** ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორაციული კულტურის სამუშაო გარემოს;
** სამუშაო ვიზიტების დროს კომპანიის ავტომობილითა და მძღოლის მომსახურებით უზრუნველყოფას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგების შესაძლებლობას;
** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
** შრომის ანაზღაურებას: 1, 500-2, 000 ლარი.
როგორ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე:
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: INFO.DSMEDICAL@GMAIL.COM
გთხოვთ, Subject-ის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი".
აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
პატივისცემით, DS MEDICAL.