მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
BlueTabla
"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: https://bluetabla.ge/
ვეძებთ ტექნიკური და ანალიტიკური უნარების მქონე თანამშრომელს ციფრული რეკლამისა და ელექტრონული კომერციის არხების სამართავად.
ვაკანსია: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00, კვირაში 5 დღე
სამუშაო ადგილი: წერეთლის გამზირი #140 — ყოფილი მაუდის ქარხანა.
მოვალეობები:
** მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
** პროექტების ვადების, ბიუჯეტებისა და პრიორიტეტების მართვა;
** დიზაინის, კონტენტის, ციფრული რეკლამისა და E-commerce გუნდების მუშაობის კოორდინაცია;
** გუნდისა და გარე პარტნიორებისთვის მკაფიო დავალებების მომზადება;
** კამპანიების შედეგების მონიტორინგი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება.
მოთხოვნები:
** მარკეტინგული პროექტების მართვის გამოცდილება;
** ციფრული მარკეტინგის კარგი ცოდნა — Meta Ads, Google Ads, სოციალური მედია და E-commerce;
** Excel-ისა და პროექტების მართვის ინსტრუმენტებთან მუშაობის ცოდნა;
** გამართული კომუნიკაცია, ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება;
** რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.
პირობები:
** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა — მოცულობის ზრდასთან ერთად გუნდის ხელმძღვანელობა
** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგზავნოთ: career@bluetabla.ge სათაურში მიუთითეთ: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი.