← ყველა ვაკანსია

მარკეტინგული პროექტების კოორდინატორი

Peugeot Georgia

"პეჟო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე. "პეჟო საქართველო" — ფრანგული საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. PEUGEOT წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ჯგუფის, Stellantis-ის, შემადგენელ ბრენდს. შემოგვიერთდით PEUGEOT Georgia-ს გუნდში და გახდით ჩვენი წარმატების ისტორიის ნაწილი. სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; ადგილმდებარეობა: "პეჟო საქართველო", აღმაშენებლის ხეივანი #100, თბილისი. პოზიციის მიზანი და სამუშაო მოვალეობები: ** ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის და საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა კომპანიის მენეჯმენტთან ერთად; ** ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, TikTok, Google Ads): სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია; ** სოციალური მედიიდან მიღებული ლიდების ანალიზი, პირველადი უკუკავშირის დამყარება და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან; ** საავტომობილო სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა, ვიზუალური რეფერენსების ძიება და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება; ** მედია პარტნიორებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობა დაგეგმილი მარკეტინგული პროექტების ფარგლებში; ** ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა; ** ფოტო-ვიდეო გადაღებების დაგეგმვა და ვიზუალური მასალების მუდმივი განახლება როგორც ციფრული პლატფორმებისთვის, ასევე ფიზიკური გარე სარეკლამო არხებისთვის; ** ბრენდის ოფიციალურ ვებ გვერდზე მოდელების შესახებ ინფორმაციის და ფოტო-ვიდეო მასალების განახლება; ** ბრენდირებული პროდუქციის დამზადების პროცესის მართვა და სერვისის მომწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობა; ** მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანგარიშგება მენეჯმენტთან და მონაცემებზე დაფუძნებით სამომავლო გეგმების შემუშავება. საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მარკეტინგული და საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი; ** მარკეტინგის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; ** ციფრული მარკეტინგის არხების მართვის პრაქტიკული გამოცდილება; ** Meta Ads Manager-ის და Google Ads-ის გამოყენების გამოცდილება; ** სოციალური მედიის ანალიტიკის და კამპანიების შედეგების შეფასების უნარი; ** კონტენტის დაგეგმვის და შექმნის გამოცდილება სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის; ** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@peugeot-georgia.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →