← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს

შპს "ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს" Schindler-ის შვეიცარიული ჯგუფის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და ეწევა Schindler-ის ბრენდის ლიფტების, ესკალატორებსა და ტრავოლატორების მონტაჟს, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას, რომელსაც უკვე 150 წელი შეუსრულდა. ბაზარზე ლიდერობის მიზნით, BME - Schindler Georgia იყენებს პროფესიული ეთიკის, ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. ვალდებულებები: ** ახალი კლიენტების ძიება და მოზიდვა. ** კლიენტებთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება, ასევე საწყისი კომერციული შეთავაზების მომზადება. ** მომხმარებელ-კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენის შესაძლებლობა პრეზენტაციის სახით, ტელეფონით, ასევე პირადი შეხვედრის დროს. ** კლიენტებთან ზარების და შეხვედრების რაოდენობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება ** ცივი ზარების განსახორციელებლად მონაცემთა ბაზის ძიება და შევსება. ** გაყიდვების დინამიკისა და პროცესების გააზრება. ** კომპანიის მიერ გაწეული სერვისების მიმართ მომხმარებლის საჭიროებების ზუსტი იდენტიფიცირება და მომხმარებელთან შეკვეთების კოორდინაცია მისი საჭიროებებისა და ასორტიმენტის ხელმისაწვდომობის შესაბამისად. ** ნაყოფიერი ურთიერთობების განვითარება უკვე არსებულ მომხმარებელთა ბაზასთან. ** გაყიდვების დეპარტამენტის ასევე კომპანიის სხვა განყოფილებების თანამშრომლებთან წარმატებული კომუნიკაციის წარმართვა. ** გაყიდვების მოცულობის დაგეგმვა მომავალი პერიოდებისთვის. ** სამშენებლო მოედნების მონახულება გაზომვების ჩასატარებლად და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად. ** საპრეზენტაციო მასალების მომზადება. მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი. ** კომერციული შეთავაზების მომზადების გამოცდილება. ** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, კრეატიულობა, შემოქმედებითი აზროვნება. ** პრიორიტეტების განსაზღვრისა და ამოცანების შესრულების ვადების შესრულების უნარი. ** მაღალი წარმადობა გაყიდვებში, კომპეტენტური მოლაპარაკებები და საქმიანი მიმოწერა. ** კომუნიკაციის და გუნდში მუშაობის უნარი. ** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა. ** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა, რუსული ენის ცოდნა მისასალმებელია. ** მისასალმებელია გამოცდილება სარეკლამო სააგენტოში ან მსხვილი კომპანიის მარკეტინგის განყოფილებაში. ** სასურველია ციფრულ რეკლამასთან მუშაობის გამოცდილება. ** უმაღლესი განათლება სავალდებულოა, სასურველია ეკონომიკის, მარკეტინგისა და რეკლამის, შესაძლოა დიზაინის და ჰუმანიტარული ან შემოქმედებითი პროფესიების მიმართულებით. ვადები: ** სამუშაო ადგილი დასავლეთი, აჭარის ტერიტორია, ბათუმი ** სამუშაო განრიგი ორშაბათი-პარასკევი 9:00-დან 18:00 საათამდე. ** ხელფასი გასაუბრების შედეგის მიხედვით. (დაახლოებით 2500 ლარი + ბონუსები) კანდიდატებს გთხოვთ ელ. ფოსტაზე: office@bme.ge წარმოადგინოთ CV "გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიის B2B" დასახელებით სათაურში არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.

განაცხადის გაგზავნა →