← ყველა ვაკანსია

გაყიდვების კონსულტანტი

შპს ცენტრი · ქუთაისი

შპს "ცენტრი", რომელიც ახორციელებს ელექტრო-სამონტაჟო პროდუქციით საცალო/საბითუმო ვაჭრობას აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: 1. გაყიდვების კონსულტანტი სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი. ირ. აბაშიძის 21 ა ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა; ** სრულყოფილად იცოდეს მასზე ჩაბარებული პროდუქცია; ** თაროების მოწესრიგება და ახალი საქონლით რეგულარულად შევსება; ** მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მიღებაში, მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში; ** ფასების იარლიყების სწორად განთავსება. ** მაღაზიაში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი - პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შესახებ მენეჯერის ინფორმირება; სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში ექვსი დღე, 9:00 - 18:00) ანაზღაურება: 1530 ლარიდან (გადასახადების გამოკლებით 1200 ლარი) დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@center.com.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →