← ყველა ვაკანსია

ელექტრო-მექანიკოსი

გიო + · თბილისი, რუსთავი

შპს „გიო+“ საქმიანობს ელექტროავტომატური კარებების, ბარიერების, ჭიშკრის ძრავების, გარე დამცავი ჟალუზების, ფანჯრებისა და მათთან დაკავშირებული ავტომატიზებული სისტემების წარმოების, მონტაჟისა და სარემონტო სამუშაოების მიმართულებით. საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე სრული სამუშაო განაკვეთით. ძირითადი მოვალეობები: ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების ტექნიკური დიაგნოსტიკა;მოწყობილობების ტექნიკური დოკუმენტაციისა და სახელმძღვანელოების შესწავლა;ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი და დემონტაჟი;მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება და სარემონტო სამუშაოების შესრულება;დამკვეთებთან კომუნიკაცია და სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა;სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ორგანიზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ტექნიკოსად ან შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;მოწყობილობების ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;ტექნიკური ნახაზების წაკითხვის ცოდნა;ელექტრო სქემების წაკითხვისა და მათთან მუშაობის უნარი;ავტომობილის მართვის მოწმობა — B კატეგორია. სასურველი უნარები: ელექტრო შედუღების ცოდნა;სუსტი დენების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;ელექტრო სქემებთან მუშაობის გამოცდილება. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავი;სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე;ანაზღაურება: 2,000–3,000 ლარი (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი);დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა. თუ ხართ ტექნიკური მიმართულებით დაინტერესებული, პასუხისმგებლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი, მოხარული ვიქნებით, შემოგვიერთდეთ ჩვენს გუნდში. დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: +995599190866 / გიორგი

განაცხადის გაგზავნა →