← ყველა ვაკანსია

სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი

ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი · თბილისი

„ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის“ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად „ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად. სამუშაო განაკვეთი: სრული საშტატო რაოდენობა: 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი, სამართლის მაგისტრიგამოცდილება: საგანამანთლებლო დაწესებულებაში იურისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ცოდნა: ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;ინგლისური ენის ცოდნა;საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძირითადი ფუნქციებია: უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კონსულტირება საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;უნივერსიტეტის რექტორის დავალებით პასუხების მომზადება შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე და სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული პასუხებისა და კორესპონდენციის სამართლებრივი ექსპერტიზა;წარმომადგენლობა უნივერსიტეტის ინტერესების დასაცავად სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის და სხვა ორგანოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა მიერ შემუშავებული და წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება;უნივერსიტეტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;რექტორის სხვა დავალებების შესრულება. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;ფოტოსურათი. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება. დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2026 წლის 2 ოქტომბრიდან 2026 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ადგილზე. ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N 46, ოთახი N 12 11:00 საათიდან 16:00 საათამდე (შესვენების გარეშე), შაბათ-კვირის გარდა. საკონტაქტო რეკვიზიტები: ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 2 18 52 52 ელ. ფოსტა: vacancy@neu.edu.ge

განაცხადის გაგზავნა →